ჩვენს შესახებ

კომპანია ‘’GT ჯგუფი’’ 2004 წლიდან არის ქამა და ხის სოკოს როგორც მწარმოებელი, ასევე იმპორტიორ-დისტრიბუტორი მთელი რესპუბლიკის მასშტაბით. მას შემდეგ, რაც შევიტყვეთ შიიტაკეს უნიკალური თვისებების შესახებ, გადავწყვიტეთ მარკეტზე სრულიად ახალი, სოკოს უნიკალური ჯიშის - შიიტაკეს შემოტანა და მთელი რესპუბლიკის მომარაგება. ის საზღვარგარეთ ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად და დელიკატეს საკვებად ითვლება. გამომდინარე იქიდან, რომ შიიტაკეს ცოცხლად მოყვანა მეტად რთულ ტექნოლოგიურ პროცესებთან არის დაკავშირებული, მეზობელი ქვეყნებიდან მისი ცოცხალი სახით შემოტანა რთულია, მისი სიმცირის გამო, სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ მისი იმპორტი კონსერვის სახით.